Thursday, February 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

მოკლული მასწავლებლის საქმე: მოსალოდნელია თუ არა რომელიმე დაკავებულის მიმართ ბრალის დამძიმება? – პროკურორის კომენტარი

February 5, 2026
მოკლული მასწავლებლის საქმე: მოსალოდნელია თუ არა რომელიმე დაკავებულის მიმართ ბრალის დამძიმება? – პროკურორის კომენტარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ორი არასრულწლოვნის, ალექსანდრე გაბაშვილისა და გიორგი რიკაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა, ვინაიდან საქმე არასრულწლოვნებს ეხება.
როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ დამატებითი მტკიცებულებები წარადგინა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები, მათ შორის იყო კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც შემდგომ პროცესებზე გამოვიკვლევთ. მოხდა ამ მტკიცებულების დასაშვებად ცნობა. სასამართლო პროცესების შემდგომ ეტაპზე აქტიურად დავიწყებთ მტკიცებულებების გამოკვლევას“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა რომელიმე დაკავებულის მიმართ ბრალის დამძიმება, პროკურორმა განმარტა, რომ ეს დამოკიდებული იქნება მტკიცებულებებზე, რომლის შეფასების შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება.

„გამოძიების ფარგლებში, აღნიშნული საქმიდან გამოყოფილია საქმე და ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება. მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება. მტკიცებულებების შეფასების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

რაც შეეხება სხვა პირების პასუხისგებაში მიცემის საკითხს, პროკურორმა განმარტა, რომ ყველა მიმართულებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„აქტიურად ვართ თანამშრომლობაში დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან. შესაბამისად, ხდება ინფორმაციისა და მტკიცებულებების მოპოვება“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

განაგრძე კითხვა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვინ და რატომ არ უნდა მონათლოს ბავშვები?
  • როდის უნდა დაწვათ ჩეკები ახალი შემოსავლების მისაღებად და დახარჯული თანხების დასაბრუნებლად – ეზოტერიკოსი თარიღებს ასახელებს
  • მსოფლიოში ყველაზე გრძელ გველად აღიარეს ინდოეთში მცხოვრები პითონი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge