ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე გამოქვეყნებულ ახალ მასალებში, რომელიც სექს-ტრეფიკინგსა და არასრულწლოვანთა სექსუალურ გარყვნაში იყო მსჯავრდებული, ფიგურირებს რუსი მილიარდერის, ვლადისლავ დორონინის, და მისი ყოფილი საყვარელის — სუპერმოდელ ნაომი კემპბელის სახელი.
დოკუმენტების მიხედვით, 2010 წელს დორონინმა ეპშტეინი მიიწვია თავის წვეულებაზე კაიროში, ასევე ნაომი კემპბელის 40 წლის იუბილეზე კანში. მიმოწერაში, საზოგადოებრივი მიწვევების გარდა, უფრო პირადი შინაარსის შეტყობინებებიც გვხვდება. მაგალითად, დორონინი ფინანსისტს რუსეთის ვიზის მიღებაში დახმარებას სთავაზობდა. პროცედურის გასამარტივებლად, შეტყობინებების თანახმად, ეპშტეინს თავი უნდა წარედგინა ბიზნესმენის პირად სტუმრად. მეტიც, ნაომი კემპბელის თხოვნით, დორონინის თანაშემწეები ჯეფრის სთავაზობდნენ დარჩენილიყო ერთ-ერთ კომპლექსში, რომელიც მილიარდერის კომპანიამ მოსკოვის ცენტრში ააშენა.
ამასთან, გაურკვეველია, რამდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ დორონინსა და ეპშტეინს და რეალურად შედგა თუ არა მათი შეხვედრები. ეპშტეინის საქმის დოკუმენტები მილიონობით ჩანაწერს მოიცავს, სადაც ფიგურირებენ ისეთი ცნობილი პირები, როგორებიც არიან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები ბილ კლინტონი და დონალდ ტრამპი, ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი, მომღერალი მაიკლ ჯექსონი და პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი. თუმცა სიებში სახელების მოხსენიება ავტომატურად არ ნიშნავს დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობას.
“მიუხედავად იმისა, რომ ჯასტინი შონ კომბსის მსხვერპლთა შორის არ არის, არიან ადამიანები, რომლებსაც მან ზიანი მიაყენა” – ჯასტინ ბიბერის წარმომადგენლები რეპერის გახმაურებულ საქმეზე დუმილს არღვევენ
ვლადისლავ დორონინი და ნაომი კემპბელი 2013 წელს დაშორდნენ, ხუთწლიანი რომანის შემდეგ. სწორედ მისთვის ააშენა ბიზნესმენმა ბარვიხაში ცნობილი „კოსმოსური“ სასახლე, რომელიც არქიტექტორ ზაჰა ჰადიდის პროექტით შეიქმნა. ამჟამად 63 წლის დორონინი ურთიერთობაშია მოდელ კრისტინა რომანოვასთან, რომელიც მასზე 32 წლით უმცროსია. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს. ვრცლად
