უკრაინას მხარდაჭერას მსფოლიოს არაერთი ცნობილი ადამიანი უცხადებს. მათ შორის არის ამერიკელი ვარსკვლავი, მსახიობი ჯენიფერ ენისტონი, რომელმაც სოციალურ ქსელში უკრაინელ ქალებს სოლიდარობა გამოუცხადა და დონაციისთვის ბმული გააზიარა, რითიც საზოგადოებას შესაბამისი აქტივობისკენ მოუწოდა.
“ვფიქრობ უკრაინაში და მთელ მსოფლიოში არსებულ ქალებსა და გოგოებზე, რომლებიც დღეს გმირულად იბრძვიან თავიანთი ქვეყნისა და ხალხისთვის, როგორც ჯარისკაცები, დედები, ორგანიზატორები, ლტოლვილების მომვლელები, მომიტინგეები, ჟურნალისტები… ქალები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, თქვენ განსაცვიფრებლები ხართ და მთელი მსოფლიო თქვენს უკანაა. ვიცი რთულია, მოვძებნოთ მხარდასაჭერი გზები, ასე რომ მე ვიყენებ ჩემს რესურსებს და გიზიარებთ გზებს, რომლითაც დაეხმარებით უკრაინელებს”, – წერს მსახიობი “ინსტრაგრამზე” .
https://mix.metronome.ge/26240-2/