“ძალიან დიდი ხანია, რამდენიმე დღეა, ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას ვითხოვთ. დღეს იყო აკადემიური საბჭოს სხდომა, თავიდანვე უნდა შევსულიყავით, მაგრამ საერთოდ არ გვიშვებდნენ უნივერსიტეტში. საბოლოოდ, გავედით კავშირზე და შევხვდით რამდენიმე სტუდენტი. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ ჯაბა სამუშია საჯაროდ დაჯდეს და გვესაუბროს, თუ რა ხდება თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით. დაგვთანხმდა, რომ შეგვხვდეს იმის შემდეგ, როცა ფაკულტეტების პოზიციას გაარკვევს, როცა გაარკვევს განათლების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ რა პოზიციები თუ რა ინფორმაცია გავრცელდება, რა შეხედულებები ჩამოყალიბდება საერთოდ, შეგვხვდება ჩვენც, სტუდენტებსაც. მაგრამ მედიის შესვლაზე უარი განაცხადა, რადგან ასეთი არგუმენტი ჰქონდა, რომ ყველა ისე ავრცელებს თუ საუბრობს, როგორც უნდა… შინაარსი ეს იყო, შეიძლება ზუსტ ციტირებას ვერ ვახდენდე. მაგრამ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ რაღაც კამერას ჩაეწერა, ვიდეოები ჩაგვეწერა ან თსუ-ს ოფიციალური ფეიჯიდან გასულიყო ლაივი, რაზეც დაგვთანხმდა. ხვალ მექნება შეხვედრაო და შემდეგ, რამდენიმე დღეში უკვე თვითონ გამოვლენ შეხვედრაზე და შეგვხვდებიან სტუდენტებს…” | ამბობს სამუშიასთან შეხვედრიდან გამოსული ერთ-ერთი სტუდენტი TV პირველთან
