აშშ-ს, გრენლანდიასა და დანიას შორის არქტიკის საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
Reuters-ისთვის მიწერილ წერილში საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ დანიის, გრენლანდიისა და აშშ-ს უფროსი თანამდებობის პირებს შორის შეხვედრა გაიმართა იმის განსახილველად, თუ როგორ შეიძლება დანიამ და გრენლანდიამ არქტიკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-ს შფოთვებს უპასუხოს ისე, რომ დანიის ინტერესები დაიცვას.
მანამდე, აშშ-ს სახელწმიფო მდივანმა, მარკო რუბიომაც თქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე მხარეებთან შეხვედრები იგეგმებოდა.
