საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი, ირაკლი კიკვაძე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედიაჩეკერი ავრცელებს.
განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ კიკვაძე მესამედ გამოცხადებული კონკურსის ერთადერთი მონაწილე იყო.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი, ირაკლი კიკვაძე გახდა. კიკვაძეს მხარი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 7-მა წევრმა დღევანდელ სხდომაზე დაუჭირა. დღეს გაიმართა მასთან გასაუბრებაც.
ირაკლი კიკვაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად მესამედ გამოცხადებული კონკურსის ერთადერთი მონაწილე იყო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი აქამდე ორჯერ ჩაიშალა.
“მაუწყებლობის შესახებ” კანონით, აჭარის ტელევიზიის დირექტორს თანამდებობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით ნიშნავს.” – წერს მედიაჩეკერი.
