გაშიფრულია სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების უკანონო სქემა – სუს-ში გამართული ბრიფინგიდან გაირკვა, რომ ექიმები გასცემდნენ ყალბ ცნობებს, რომ ახალგაზრდებს ჯარისთვის თავი აერიდებინათ. გამოძიების მტკიცებით, სქემაში საჯარო მოხელეებიც იყვნენ ჩართულნი.
სუს-ში დღეს 7 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბრეს და თქვეს, რომ ჯამში 21 პირი აიყვანეს.
