Wednesday, January 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე”- ექიმების საგანგაშო გაფრთხილება

January 27, 2026
“განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე”- ექიმების საგანგაშო გაფრთხილება

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ბავშვების მიერ მაგნიტების გადაყლაპვის მძიმე შემთხვევებზე. სულ ახლახან, 5 წლამდე ასაკის ბავშვმა 16-მდე მაგნიტი გადაყლაპა და ორი კვირა საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა. გასულ დეკემბერში კი კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც 10 წლის ბავშვის ორგანიზმიდან მაგნიტის გამოსვლას მშობლები რამდენიმე დღის განმავლობაში, შიშითა და შფოთვით ელოდნენ.

კლინიკა „კურაციოს“ ოტოლარინგოლოგიის ექიმ-ასისტენტი, ხათუნა გიორგაძე, ყურადღებას ამახვილებს კიდევ უფრო აგრესიულ საგანზე – ელემენტზე და იმ გართულებებზე, რასაც უცხო სხეული ცხვირისა და ყურის ღრუში იწვევს.

„ელემენტის გადაყლაპვა კიდევ უფრო საშიშია. ელემენტი კუჭში ან საყლაპავში მოხვედრისას სწრაფად იწვევს ქიმიურ დამწვრობას. რამდენიმე საათშიც კი შესაძლებელია ლორწოვანის მძიმე დაზიანება, სისხლდენა, საყლაპავის და კუჭის ძლიერი გართულებები. ზოგ შემთხვევაში ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის შეიძლება საშიში აღმოჩნდეს. თუ არსებობს ეჭვი გადაყლაპვაზე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს ან სასწრაფო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახონ. ლოდინი და თვითმკურნალობა დაუშვებელია ამ შემთხვევაში.

ბავშვის მიერ მაგნიტების ან ნებისმიერი უცხო სხეულის (როგორიცაა პატარა ბურთულები, მძივების ბურთულები, ასევე ლობიო, სიმინდის მარცვალი რაც ჩვენს პრაქტიკაში ხშირია) ცხვირში შეტენამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. ამის შედეგად ვითარდება ლორწოვანის დაზიანება, შესაძლებელია სისხლდენა, შეშუპება, ტკივილი. ხანგრძლივად დარჩენის შემთხვევაში შესაძლებელია ინფექცია, ჩირქოვანი პროცესების გართულება. ანთება და ცხვირის ფორმის დაზიანებაც კი. ასევე არსებობს სუნთქვის გაძნელებისა და ინფექციის გავრცელების რისკი. ამიტომ მაგნიტის და სათამაშო ბურთულების და სხვა საგნების ცხვირში მოხვედრის შემთხვევაში დაუშვებელია მისი თვითნებურად ამოღება და აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებლივი მიმართვიანობა.

მშობელი თითების ძრომიალით არ უნდა ეცადოს ბავშვის სასუნთქ გზებში “დახმარების გაწევას“. ვინაიდან ხელის ჩაყოფამ შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება, უფრო ღრმად ჩავიდეს სასუნთქ გზებში და ამ დროს იოლი შესაძლებელია განვითარდეს სუნთქვის უკმარისობა და მეტად გართულდება მისი ამოღება. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ მშობლებმა არც პინცეტი, არც ბამბის ჩხირი და სხვა.

ცხვირის ღრუში უცხო სხეულის მთავარი გამოვლინებაა ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, ჩირქოვანი, უსიამოვნო სუნის მქონე და შესაძლებელია სისხლიანი გამონაჟონის არსებობაც. ასევე ყურშიც ძალიან ხშირი შემთხვევაა უცხო სხეულის მოხვედრა, ჩვენი პატარა მეგობრები ამას მარტივად აკეთებენ.

უცხო სხეულის ამოღებამდე აუცილებელია ყურის დათვალიერება ექიმის მიერ უცხო სხეულის ხასიათის დასადგენად. მცირე ზომის, გლუვი კიდეების მქონე უცხო სხეულმა შესაძლოა არ გამოიწვიოს ჩივილები. მკვეთრი კიდეების უცხო სხეულები კი ნამდვილად იწვევს უსიამოვნო, ზოგჯერ მტკივნეულ შეგრძნებებს, ასევე შესაძლებელია ყურებში ხმაურიც, სმენის დაქვეითების შეგრძნებებიც.“

პრევენცია მშობლებისთვის: ოქროს წესები

ექიმი ხათუნა გიორგაძე მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

არასოდეს დატოვოთ ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე მცირე ზომის მაგნიტები, ელემენტები და სხვა წვრილი საგნები.სათამაშოების შეძენისას იყავით ფრთხილად.აუხსენით ბავშვს ასაკის შესაბამისად, რომ წვრილი საგნების პირში ან ცხვირში ჩადება საშიშია ჯანმრთელობისთვის.განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე.ბავშვობის ცნობისმოყვარეობა ბუნებრივია, თუმცა ჩვენი, უფროსების პასუხისმგებლობაა, რომ ეს ცნობისმოყვარეობა საბედისწერო არ აღმოჩნდეს. როგორც ვხედავთ, ერთი პატარა მაგნიტიც კი შეიძლება იქცეს რთული ოპერაციისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის მიზეზად. მთავარი იარაღი აქ პრევენციაა. სანამ ბავშვს „სენსორული თამაშისთვის“ მაგნიტების ნაკრებს მივცემთ, დავფიქრდეთ: შეესაბამება თუ არა ეს ნივთი მის ასაკს?

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სურსათის ეროვნული სააგენტო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • რომელ ოჯახებზე გასცემს მერია ერთჯერადად 500 ლარს
  • საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge