“არჩევნებში ჩარევის” გამო უკრაინის ელჩი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს ბუდაპეშტში საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დავიბარეთ. არ შევეგუებით უნგრეთის არჩევნებში არავითარ ჩარევას, მათ შორის უკრაინის მცდელობას, გავლენა მოახდინოს შედეგებზე და საარჩევნო პროცესში ჩაერიოს პარტია “ტისას” სასარგებლოდ.
ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინის მთავრობა ჩაერთნენ ღია, უსირცხვილო და აგრესიულ გავლენის კამპანიაში. მათი მიზანი ნათელია: უნგრეთის არჩევნებზე გავლენის მოხდება პარტია “ტისას” სასარგებლოდ.
მაგრამ მხოლოდ უნგრელ ხალხს შეუძლია უნგრეთის მომავლის გადაწყვეტა. ეს გადაწყვეტილება უნგრეთში მიიღება, არა ბრიუსელში და ნამდვილად არა კიევში. ყოველი შესაძლო ზომით დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს!” – წერს სიიარტო.
