“პირველებმა” იმ პირების ვინაობა დაადგინა, რომლებიც მუხრანში მომხდარი მკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტები არიან. ერთ-ერთია სპარტაკ ცისკარაძე, რომელსაც, სავარაუდოდ, ბრალდება დანაშაულის თანამზრახველობას ედავება, მეორეს კი, ივანე მაისურაძეს, განზრახ მკვლელობის მუხლი მიუსადაგეს.
ორივე ბრალდებულის პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჩაინიშნება. ჯერჯეორბით უცნობია, დაასახელებენ თუ არა დაკავებულები მკვლელობის შემკვეთებს, რადგან ადგილობრივები ფიქრობენ, რომ საქმე შეკვეთილ მკვლელობას ეხება.
ადვოკატები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები დუმილის უფლებას იყენებენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
