“კი მისასალმებელია, მსოფლიოს ეს სოლადარობა (უკრაინის მიმართ), მაგრამ მე არ მჯერა იმ სამყაროსი, სადაც ასეთი ბოროტება დაუსჯელი დარჩება კაცობრიობის წინაშე. მე არ მინდა ისეთი სამყარო, სადაც ასეთ ბოროტებაზე ადეკვატურ პასუხს არ მიიღებს ნებისმიერი, ვინც არ უნდა იყოს. მე მჯერა, რომ ეს დაუსჯელი არ დარჩება”, – ამის შესახებ ჟურნალისტმა თეა სიჭინავამ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “იმედის დღე” პუტინის სადისტურ რეჟიმზე საუბრისას განაცხადა.
“რაც არ უნდა წლები გავიდეს, ომს და ომისგან განცდილ ემოციებს არ აქვს ხანდაზმულობა. ნებისმიერი დევნილი დამეთანხმება, რომ ახლა რასაც უკაინაში ვუყურებთ, ჩვენც მათთან (უკრაინელებთან) ერთად გავდივართ ამ ემოციას”, – ამბობს სიჭინავა “იმედის” ეთერში.
ვიდეო: