შსს-ში აცხადებენ, რომ ხელვაჩაურში და-ძმის გარდაცვალება, პირველადი ინფორმაციით, სხეულის გადაციებამ გამოიწვია.
უწყებაში აცხადებენ, რომ პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს განზრახ მიყენებული დაზიანებები არ აღენიშნებათ.

“გამოძიების პირველადი ინფორმაციით, და-ძმის გარდაცვალება გამოიწვია მოყინვამ.
მათ არ აღენიშნებოდათ განზრახ მიყენებული დაზიანებები, რასაც შეიძლებოდა მათი გარდაცვალება გამოეწვია” – განაცხადეს შსს-ში “მეტრონომთან” საუბრისას.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედრები დღეს იპოვეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.