5 ქართველი მეზღვაური, რომლებიც 15 იანვარს კარიბის ზღვაში დაკავებულ ტანკერ Veronica-ზე მუშაობდნენ, 23 იანვარს ბათუმში დაბრუნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მეზღვაურები პუერტო-რიკოდან საქართველოში – პანამისა და სტამბოლის გავლით, გამოემგზავრნენ. მათი ქვეყანაში დაბრუნება შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყო.
მანამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართველი მეზღვაურების სანქცირებულ ტანკერზე ყოფნა არ დაადასტურა და “რადიო თავისუფლებას” მისწერა, რომ Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნაზე ინფორმაციას ამოწმებდნენ.
