საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კობახიძის განცხადებას ეხმაურება დ აითხოვს “ქართულმა ოცნებამ“ დებატებში ჩართოს, თუნდაც ციხიდან.
სააკაშვილის თქმით, “რომელ დებატებზე საუბრობს მაფიოზი ივანიშვილის მთავარი ვეზირი, როდესაც მთავარი ოპონენტი ციხეში ჰყავს.“
„რა დებატებზე საუბრობს მაფიოზი ივანიშვილის მთავარი ვეზირი, როდესაც მთავარი ოპონენტი, რომელსაც ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს, ციხეში ვყავარ გამომწყვდეული და “სასამართლოზე” დამსწრეებსაც კი წააშლევინეს ჩემი ყველა ფოტო.
თუ არ ეშინია ივანიშვილს, თუნდაც ციხიდან ჩამრთონ პირდაპირ დებატებში!
მაგრამ რაზე ვსაუბრობთ, სასამართლოდან ჩართვებიც კი აკრძალეს”, – წერს სააკაშვილი.
ირაკლი კობახიძე პოლიტიკური დებატების დაბრუნებას აანონსებს. პრემიერმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია, რომ საზოგადოებამ ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია მოისმინოს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.
