Thursday, January 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აგროჰაბის” დირექტორი ადასტურებს, რომ მათ ოფისში სუს-ი შევიდა

January 22, 2026
“აგროჰაბის” დირექტორი ადასტურებს, რომ მათ ოფისში სუს-ი შევიდა

სუს-ი სუპერმარკეტების ქსელების მფლობელ კომპანიებშიც შევიდა. “აგროჰაბის” დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა “ტვ პირველს” დაუდასტურა, რომ მათ ოფისში დღეს მოულოდნელად მდინარაძის უწყების ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლები მივიდნენ.

“აგროჰაბისგან” გამომძიებლებმა დოკუმენტები და პროგრამული ბაზები მოითხოვეს. როგორც ჯაშიაშვილი “პირველებს” ეუბნება, სუს-ს გამზადებულ დოკუმენტაციას მიაწვდიან.  “აგროჰაბის” დირექტორი ამბობს, რომ საუბარია შესყიდვებთან დაკავშირებულ ყველანაირ დოკუმენტაციაზეა.

“სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურიდან იყვნენ მოსულები, ანტიკორუფციულიდან. დოკუმენტები და პროგრამული ბაზები მოითხოვეს. თარიღების მიხედვით არის რაღაცები გასაკეთებელი, გავამზადებთ დოკუმენტაციას და მივაწვდით.

არ ვიცოდით (გუშინ, კობახიძესთან შეხვედრისას)  დაგვირეკეს წინასწარ, თუ ხართ ოფისში, რაღაც საკითხები გვინდა გავიაროთო და მოვიდნენ.

ფასებთან დაკავშირებით, რაზეც არის ეს პერიოდი საუბარი, მაღალ ფასებთან დაკავშირებით, მაგასთან კავშირშია ზუსტად.

არვიცი (რაზე აქვთ ეჭვები) მანდ არის რაღაცები კონკრეტულად ჩასაშლელი – შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ. (ჟურნალისტი – რა ფასად იყიდება თითოეული პროდუქტი?) კი კი ეგ ყველაფერი აინტერესებთ”, – ამბობს აგროჰაბის დირექტორი.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სადისტრიბუციო კომპანიებშიც შევიდა. ამ დროისთვის, ოფისებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

“პირველების” ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლები ფინანსურ დოკუმენტებს, კონტრაქტებს და გადარიცხვებს ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 იანვარს, ირაკლი კობახიძე, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, სადისტრიბუციო კომპანიების, და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

ფასების კომისიის სხდომას ესწრებოდა 15-მდე ქსელური მარკეტის წარმომადგენელი, ასევე, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე და მინისტრთა კაბინეტის და კონკურენციის სააგენტოს წევრები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პროტესტი მაქვს ე.წ. პროკურორთან, არასრულწლოვნებთან შეხვედრას მიკრძალავს, რას ერჩიან ჩემს შვილებს? ” – ლევან ხაბეიშვილი
  • წყალი 10 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები
  • ბავშვთა კვების კომპანია „Picot Babyfood“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge