2025 წელს საქართველომ 2.2 მილიარდის სასურსათო პროდუქტები იყიდა, აქედან ყველაზე მეტი საქართველომ რუსეთიდან 539 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქტი შეიძინა – ინფორმაციას ამის შესახებ BMG ავრცელებს. სურსათის იმპორტში მეორე ადგილს იკავებს თურქეთი 242 მილიონი დოლარით, მესამეზე კი უკრაინაა 139 მილიონით. გამოცემა წერს, რომ ჩამონათვალში ასევე არიან ბრაზილია – 104 მილიონი დოლარით; პოლონეთი 90.4 მილიონი დოლარით და საფრანგეთი 87 მილიონი დოლარით, საიდანაც საქართველო ძირითადად რძის პროდუქტებს ყიდულობს.
გამოცემის ცნობით, სასურსათო ჯგუფების იმპორტი 2025 წელს:
• ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, მათ შორის გაყინული – 237,857,700 დოლარი
• რძის პროდუქცია – 189,587,500 დოლარი
• კვების სხვადასხვა პროდუქტები – 185,268,200 დოლარი
• საკვებად ვარგისი ნაყოფი და კაკალი; ციტრუსების ან ბაღჩეული კულტურების ქერქი და კანი – 182,431,100 დოლარი
• მზა პროდუქტები პურეული მარცვლოვნების, ფქვილის, სახამებლის ან რძისგან; ფქვილეული საკონდიტრო ნაწარმი – 180,698,400 დოლარი
• ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები – 174,604,900 დოლარი
• მარცვლოვანები და ბურღული – 160,093,500 დოლარი
• კაკაო და პროდუქტები მისგან – 134,022,600 დოლარი
• ცხიმები და ზეთები და მათი დაშლის პროდუქტები; მზა საკვები ცხიმები – 124,823,200 დოლარი
• შაქარი და საკონდიტრო ნაწარმი შაქრისაგან – 122,910,100 დოლარი
• ბოსტნეულის, ნაყოფის, კაკლის ან მცენარეთა სხვა ნაწილების გადამუშავების პროდუქტები – 115,372,100 დოლარი
• ბოსტნეული და საკვებად ვარგისი ზოგიერთი ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები – 87,765,700 დოლარი
• ყავა, ჩაი და სანელებლები – 76,367,600 დოლარი
• თევზი და კიბოსნაირნი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები – 72,800,700 დოლარი
• მსხვილფეხა და წვრილფეხა ცოცხალი საქონელი – 67,711,200 დოლარი
• მზა პროდუქტები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების ან ზღვის სხვა უხერხემლოებისაგან – 63,388,000 დოლარი
• ფქვილ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქცია; ალაო; სახამებელი; ხორბლის წებოვანა – 47,486,200 დოლარი
