რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ უწყვეტი პროტესტი გრძელდება. პრო-ევროპული აქციების მონაწილეებს, დღეს, საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ირანში, მასშტაბური პროტესტის დროს დაღუპული მომიტინგეების ოჯახის წევრებს.
დემონსტრანტებს, პარლამენტის წინ, იმ დაღუპული ირანელების ფოტოები და უკავიათ, რომლებიც ირანის რეჟიმს შეეწირნენ.
გულგრილი ვერ დავრჩებოდით იმ მოვლენებისადმი რაც განვითარდა ირანში. რომ არ ვისაუბროთ კონკრეტულ მიზეზებსა თუ შედეგებზე, უბრალოდ ადამიანური გადასახედიდან ის, რაც მოხდა იყო იმხელა ტრაგედია, რომლის ესე უბრალოდ გატარება იქნებოდა ნამდვილად შემაწუხებელი ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ამიტომ, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ერთი დღე სოლიდარობის იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უბრალოდ დახოცეს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ,” – ამბობს ერთ-ერთი აქციის მონაწილე.
