მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“, მატარებლის ვაგონში დაკვამლიანება იყო. როგორც „პრაიმტაიმს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ამ დროისთვის ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრილია.
„მატარებლის ბოლო ვაგონში იყო დაკვამლიანება, ტექნიკური მიზეზის გამო, 5-10 წუთი გაგრძელდა შეფერხება. ეს მატარებელი მოიხსნა ხაზიდან და შევიდა ჩიხში“, – განაცხადეს კომპანიაში.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, მატარებლები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
