თელავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილი 15 წლის გოგოს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდი გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მას ავტომობილი შეეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, მოზარდს ბარძაყის ძვალი აქვს გატეხილი და ოპერაცია სჭირდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
