Friday, June 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ხალხს ვთხოვდი გამოსულიყო გარეთ, რომ პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ – სხვის სახლს ცეცხლი რომ ეკიდოს, შევიდე და ლიკვიდაცია მოვახდინო, ამის გამო უნდა დავისაჯო? – 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული ზაქრო ალბუთაშვილი

January 16, 2026
ხალხს ვთხოვდი გამოსულიყო გარეთ, რომ პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ – სხვის სახლს ცეცხლი რომ ეკიდოს, შევიდე და ლიკვიდაცია მოვახდინო, ამის გამო უნდა დავისაჯო? – 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული ზაქრო ალბუთაშვილი

ხალხს ვთხოვდი გამოსულიყო გარეთ, რომ პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ბატონო მოსამართლევ, სხვის სახლს ცეცხლი რომ ეკიდოს, შევიდე და ლიკვიდაცია მოვახდინო, ამის გამო უნდა დავისაჯო? – ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სწორედ მის წინააღმდეგ წარადგინა პროკურატურამ სასამართლოში ვიდეომასალა, სადაც ალბუთაშვილი ათონელის სასახლესთან დგას.

„როდესაც შევხედე, გავაანალიზე, რაში იყო საქმე, ჩახერგილი ღობეებიდან დაწყებული, გადამცემებით დამთავრებული, დავასკვენი, რომ უდანაშაულო ხალხის დანაშაულებრივ ქმედებაში მიზანმიმართულად ჩართვა უნდოდათ. ხალხს მოვუწოდებდი პროვოკაციულ ქმედებაში არ მიეღოთ მონაწილეობა. მოვუწოდებდი, შიგნით [სასახლის ეზო] არ შესულიყვნენ, შემდეგ შევდივარ შიგნით და გდდ-ს ხელმძღვანელს ვესაუბრები, კარგი ადამიანი იყო, შემდეგ გამოვდივარ, ხალხს ვთხოვდი გამოსულიყო, რომ პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ.

ბატონი მოსამართლე, სხვის სახლს ცეცხლი რომ ეკიდოს, შევიდე და ლიკვიდაცია მოვახდინო, ამის გამო უნდა დავისაჯო? ხომ არსებობს ჰუმანიზმი, ქრისტიანობა? 21 საუკუნეში ამ ქრისტიანობას ვკარგავთ… თქვენ [მოსამართლეს] შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, ეს ხალხი გაათავისუფლოთ“ – განაცხადა ალბუთაშვილმა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „საქართველოს რკინიგზაში“ 1100 შტატი შემცირდა ისე, რომ რკინიგზას არაფერი დაეტყო – ირაკლი კობახიძე
  • ირაკლი კობახიძე ასახელებს თარიღს, როდესაც თბილისის შემოვლითი გზა დასრულდება
  • “როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს” – კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს მადლობა პარლამენტშიც გადაუხადა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge