მურმან დუმბაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ, მან დაურეკა და პირადად უთხრა, “ფრთხილად იყავი, არაფერი მოგივიდეოს“.
დუმბაძის თქმით, ის მაშინ მოხდა, როცა ივანიშვილი პრემიერ მინისტრი იყო და მთავრობას აკომპლექტებდა.
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ამის შემდეგ ისევ დაურეკა და პარლამენტის დატოვების სანაცვლოდ უცხოეთში ცხოვრება და სწავლა შესთავაზა.
წინა დღეს ვიჩხუბეთ, მეორე დღეს კი დამირეკა და მითხრა, რომ „ფრთხილად იყავი, ქუჩაში არაფერი მოგივიდესო“. 40 წუთის განმავლობაში მელაპარაკა. მედავებიან ახლა, რატომ არ თქვიო, მაშინ იმიტომ არ ვთქვი, რომ ხელისუფლებაში ახალი მოსული ვიყავი და არავინ დაიჯერებდა. მე იქეთ მივაწექი, მე ვუთხარი, შენ ვერ მასწავლი ჩემ უფლება-მოსილების ფარგლებში, რასაც მინდა ისე გავაკეთებ. მეორე -მესამე დღეს ისევ დამირეკა, მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, მითხრა, დატოვე პარლამენტი და უცხოეთში გაგიშვებო საცხოვრებლად და სასაწავლებლადო. მე ვუთხარი, მე რომ უცხოეთში წასვლა მინდოდეს, ჩემით წავალ, შენი დაფინანსება არ მჭირდება მეთქი. მე უკან არ დამიხევია. ამ ზარის შემდეგ, ორ კვირაში, ჩემი გუნდის წევრი, ჩემი მეგობარი, ხელვაჩაურის გამგებელი, ლევან ლორთქიფანიძე დააპატიმრა, ქრთამის აღების ბრალდებით, ტყუილად. ეს კაცი არის ავადმყოფი, – განაცხადა დუმბაძემ.
