მარჯანიშვილზე ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ამირან დარჯანიამ ფსიქიატრიული დაწესებულება 3 დღით ადრე დატოვა და ის მეზობლებს ემუქრებოდა – ამის შესახებ TV პირველს მეზობლები უცხადებენ და ეუბნებიან, რომ სავარაუდო დამნაშავე მათ ხშირად ემუქრებოდა.
“ეს პირველი შემთხვევა არ არის. [ემუქრებოდა ამ გოგოს?] კი. [რატომ რას ერჩოდა] არაფერი, მინდიხარო. [რატომ არ უჩივლა ამ გოგომ?] ატყდა მთელი ეზო, ცოდოაო რა ვიცი, არ ვიცი. ციხეში იჯდა კიდეც [დაჭრაზე]”- თქვა TV პირველთან სავარაუდო დამნაშავის ერთ-ერთმა მეზობელმა
“საგამოძიებო მოქმედებები, რაც ჩატარდა გუშინ გვიან ღამით, მის მიმართ ამ მოქმედების ჩატარებამდე მერე ვნახე, შევხვდი, გავესაუბრე. უბრალოდ, სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით საერთოდ არაფერს არ საუბრობს. ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები რეალურია და ეს ფაქტობრივი დადგენილი გარემოება არის. მე, როგორც ვიცი, არ არის ვიდეოკამერის ჩანაწერები, იქ არ იყო სათვალთვალო კამერები იმ ტერიტორიაზე. რაც შეეხება ნივთმტკიცების სახით ამოღებული არის გარკვეული ტიპის იარაღი. რა ტიპის იარაღია, ცივი იარაღის კატეგორიას განეკუთვნება თუ არა ჯერ არ ვიცით იმიტომ, რომ ეს შესაბამის ეტაპზე უნდა დადგინდეს, ვიზუალური დათვალიერებით, რაც შეიძლება, რომ აღვიქვათ არის დანა… ამ გოგოსთან ნაცნობობას არ უარყოფს, რა თქმა უნდა, ამბობს, რომ იყვნენ მეზობლები, ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს, ანუ ძალიან ახო მეზობლები არიან. [რომ შეიტყო, რომ ის არის მოკლული, რა რეაქცია ჰქონდა? საერთოდ არანაირი რეაქცია არ აქვს, საერთოდ მოსმენაც არ უნდა ამ საკითხის, ერთადერთი, რაც თქვა არის ის, რომ ის არ არის გარდაცვლილი და ამ ფაქტს უარყოფს” – ამბობს TV პირველთან დარჯანიას ადვოკატი.
