ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „აშშ-ის უზარმაზარი სიძლიერის გარეშე, ნატო სამხედრო თვალსაზრისით ეფექტიანი და შემაკავებელი ძალა არ იქნებოდა“.
„მათ ეს იციან და ეს მეც ვიცი. ნატო უფრო ძლიერი და ეფექტიანი გახდება, თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში იქნება. ამაზე ნაკლები ნებისმიერი რამ მიუღებელია“, – წერს ტრამპი.
