Friday, June 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ევროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებული ვიდეორგოლი არ არის პაველ ჰერჩინსკის გადაწყვეტილება” – გია ვოლსკი

January 14, 2026
“თუ ჩემს სიფხიზლეში ეჭვი გეპარებათ…” – რას ამბობს გია ვოლსკი

ევროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებული ვიდეორგოლი არ არის პაველ ჰერჩინსკის გადაწყვეტილება – ეს არის კიდევ ერთი უსინდისო გამოხატულება იმ დამოკიდებულებისა, რომელიც ბრიუსელს საქართველოს მიმართ გააჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას: „რა გზავნილია, როცა ევროკავშირის საელჩო დროშის დღეს გვილოცავს და მისალოც ვიდეორგოლში აქციის კადრებია გამოყენებული“.

მისივე შეფასებით, „ასეთი მილოცვა არის უტიფრობა“.

„ევროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებული ვიდეორგოლი არ არის პაველ ჰერჩინსკის გადაწყვეტილება – ეს არის კიდევ ერთი უსინდისო გამოხატულება იმ დამოკიდებულებისა, რომელიც ბრიუსელს საქართველოს მიმართ გააჩნია. ბრიუსელი – ეს არის ადმინისტრაციული სტრუქტურა, რომელიც აბსოლუტურად არათუ საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებს, არამედ ყოველგვარი რესურსი აქვს დაკარგული, მოახდინოს თავად ევროკავშირში კოორდინაცია ქვეყნებს შორის ურთიერთობების, მშვიდობისაკენ სვლას შეუწყოს ხელი და ის ფუნქცია განახორციელოს, რისთვისაც კონკრეტულ თანამდებობებზე ნიშნავენ და ირჩევენ პირებს, რომლებიც მასობრივად და ინტენსიურად, განსაკუთრებით ბალტიისპირელები კონკრეტული მიზნით დაგვიპირისპირდნენ. მიზანი ყოველდღიურობაში აისახება. ასეთი მილოცვა არის უტიფრობა, რადგან გამოხატავს კონკრეტულ მიზანს: წაახალისოს საქართველოში ექსტრემიზმი და განახორციელოს თავისი მიზნის რეალიზაცია, რომელიც საქართველოს არანაირ სიკეთეს არ უქადის, არამედ შეუქცევადი ნგრევის პროცესს, როდესაც მათ მიაჩნიათ, რომ საომარ ურთიერთობაში, რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველომ, უკრაინამ, მოლდოვამ, სხვა ქვეყნებმა ის როლი უნდა შეასრულონ, რომელიც მათ გამოუწერეს. რა როლიც გამოუწერეს ამას უკრაინაში ვხედავთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზურაბიშვილი ჰყვება, რომ წულუკიანის თავდასხმამდე იყო, კონფლიქტი მასსა და ოთარ ზურაბიშვილს შორის
  • ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგაც აღიძრას საქმე და დააკავონ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge