პოლიციელმა სამოქალაქო აქტივისტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო უჩივლა – ნიკოლოზ თორდია თაკო გვილიას საჯარო განცხადებაში სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.
როგორც თაკო გვილია სოციალურ ქსელში წერს, მას სამართალდარღვევის ოქმი რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა.
“ამ წამს ჩამბარდა სამართალდარღვევის ოქმი, სადაც წერია, რომ სოციალურ ქსელში, გამოვაქვეყნე საჯარო პოსტი, სადაც მილიციელ ნიკოლოზ თორდიას მივაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა ნუ მართალია რომან ჩიქავას გაუჭირდა ამ სიტყვის სწორად დაწერა, ახალ წლებზე ქეიფმა იცის :)))” – წერს აქტივისტი
