17 იანვარს, ჰარმონიის, სილამაზის, ფინანსების, კრეატიულობის, ხელოვნების, უნარების, ნიჭისა და პარტნიორობის პლანეტა – ვენერა მერწყულის ნიშანში შევა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს კომბინაცია როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.
ვენერა ზოდიაქოს მეთერთმეტე ნიშანში მიმდინარე წლის 10 თებერვლამდე დარჩება. ასტროლოგების თქმით, პლანეტა ვენერას მერწყულის ნიშანში გადასვლა ზოდიაქოს 5 ნიშნისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი და წარმატებული იქნება.
დადებით გავლენას იგრძნობს:
მერწყული
ტყუპები
სასწორი
ვერძი
მშვილდოსანი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ პერიოდში შეიძლება გააქტიურდეს მეგობრებთან, პირად ურთიერთობებთან, სოციალურ პროექტებთან, მაღალტექნოლოგიურ, ციფრულ, საავიაციო და კოსმოსურ ტექნოლოგიებთან, ინტერნეტთან და საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული აქტივობები. ზოდიაქოს ზემოთ აღნიშნული 5 ნიშნის წარმომადგენლებს ცხოვრების იმ სფეროებში, რომლებსაც ვენერა მართავს, მნიშვნელოვანი წარმატება და სასიკეთო სიახლეები ელოდება. (ასევე დაგაინტერესებთ: ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის იანვრის ბოლომდე განსაკუთრებით წარმატებული და საინტერესო ეტაპი ელოდება – ასტროლოგები ასახელებენ)
პირველ რიგში, ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბიზნესთან, კომერციასთან, ვაჭრობასთან, საბანკო საქმესთან და ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროცესებზე, განსაკუთრებით მხატვრობასთან, დიზაინთან, ლიტერატურასთან, პოეზიასთან და ქორეოგრაფიასთან დაკავშირებულ თემებზე.
თუ დიდი ხანია, საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე ფიქრობთ, ფინანსების დაბანდება გსურთ, თვითგანვითარებაზე ზრუნვას, ახალი საქმეების დაწყებას, პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებასა და პირად ურთიერთობებში ცვლილებებს გეგმავთ, ეს შესანიშნავი პერიოდია, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ და სასურველი შედეგები მიიღოთ.
