“ოცნება” მითითებს კრემლიდან იღებს”, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა “ევროსკოპთან” ინტერვიუში ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, “ოცნების” ხელისუფლება კრემლის გავლენით ჩამოყალიბებული პროქსი რეჟიმის სახეს ატარებს და შიდა პოლიტიკური სისუსტეების გამო მყიფე მდგომარეობაშია. მისი შეფასებით, ივანიშვილის ხელისუფლების სტაბილურობა ერთ პიროვნებაზეა დამოკიდებული და გარე მხარდაჭერაც ვეღარ უზრუნველყოფს მის მდგრადობას.
“ეს რეჟიმი კი არის რუსეთის მითითებით და ინსტრუქციებით და მოდელით აწყობილი თავისი იმ პროქსი მთავრობით, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში “ქართული ოცნების” სახით, მაგრამ ისიც უნდა დაინახონ, რომ ეს “ქართული ოცნება” არის დღეს ძალიან სუსტი, შიდა განხეთქილება ახასიათებს, შიდა უნდობლობა და რეალურად, დღეს დგას ერთ ადამიანზე და ის ერთი ადამიანი რომ არ იყოს, ვერაფერი შეაჩერებს არ რეჟიმს და “ქართულ ოცნებას”, ვერც რუსეთი”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
