მოქალაქეები, ტრადიციულად, დღესაც ქვეყნის მთავარ გამზირზე იკრიბებიან. პროტესტის ჩახშობის არაერთი მცდელობის მიუხედავად, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ და იდგებიან იქამდე, ვიდრე სამართლიანობა არ იზეიმებს.
დრაკონულ კანონებს ყოველთვის ვპასუხობთ ჩვენ შეუგუებლობით და ეს შეუგუებლობა გამოიხატა დღეს ჩემი და თქვენი აქ დგომით და ტროტუარზე ვდგავართ ჩვენ და ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს და ვენს ევროპულ მომავალს. ძალიან მარტივია, “ქართული ოცნება” უნდა ეგუებოდეს არა მონაკოდან შეფასებულ საქართველოს, არამედ საქართველოშიც რაც ხდება, იმ რეალობას უნდა ეგუებოდეს და ხედავდეს, რომ 400 დღეზე მეტია ქართველი ხალხი ქუჩაში აპროტესტებს და ითხოვს, კანონიერებას, ახალ არჩევნებს და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ითხოვს ქართული სამართლის აღსრულებას. ჩვენ ყოველდღიურად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და ვისი აჯობებს, ვნახოთ!, – ამბობს აქციის მონაწილე.
