ჰქონდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს კომუნიკაცია დაკავებამდე ბიძინა ივანიშვილთან – ადვოკატი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, ვის ეკონტაქტა დაკავებამდე ყოფილი პრემიერი.
შაყულაშვილის თქმით, ამ ინფორმაციით არ დაინტერესებულა და შესაბამისად, კითხვაც არ დაუსვამს.
ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ვინ ვისთან კონტაქტობს, რას კონტაქტობს, და არც ვკითხულობ, სიმართლე გითხრათ, ვინ ვისთან რა კონტაქტშია, – ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს. ღარიბაშვილს პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.”ყოფილმა პრემიერმა სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რის შედეგადაც, მას 5-წლიანი პატიმრობა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა მიესაჯა.
