“რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები იქნებიან ნაწყენები და ეს ბუნებრივია. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც ითანამშრომლა გამოძიებასთან…
რა თქმა უნდა, ყველა რისკი მან გათვალა და უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა ალბათ, არავისთვის არ იქნებოდა სასურველი. მათ შორის, სასამართლო პროცესები ალბათ სწორედ ამას უზრუნველყოფს, ხომ? უამრავი მოწმე იკითხება, უამრავი ფაქტი საჯაროვდება და ალბათ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღო მან გადაწყვეტილება… დეტალები თავისთავად უკვე მეტ სიბინძურეს ქმნის”, – აცხადებს ნინო წილოსანი.
