კვიპროსში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი ANT1 ავრცელებს და იუწყება, რომ ამის შესახებ პოლიციას ცხედრის აღმოჩენიდან რამდენიმე საათში აცნობეს.
საელჩოს ინფორმაციით, ეს თვითმკვლელობა იყო და სიკვდილის წინ მან წერილიც დაწერა, რომელიც მოსკოვში უნდა გაგზავნონ.
კონკრეტულად ვინ არის საელჩოს თანამშრომელი, ეს ტელეკომპანიას არ დაუსახელებია
