პარლამენტის საპროცედურო საკითხზე დავით მათიკაშვილმა განაცხადა “წერონ და იკითხონ დიდ ბრიტანეთში – კარგი იქნება, თუკი ცოტა ღრმა ანალიზით იქნება ეს ქვეყანა დაკავებული და ცალკეული პირები ასე ფეხქვეშ არ გაეგებიან „დიფ სთეითის“ სურვილებს და არ გახდებიან მათი ნება-სურვილის აღმსრულებლები.”
„ეს ძალმომრეობა და ტყუილები ხომ პირველი არ არის?! ბიძინა ივანიშვილს აბსოლუტურად ყველა სასამართლო პროცესი აქვს მოგებული და სასამართლო გადაწყვეტილების ფონზეც კი „დიფ სთეითი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბანკები გააკოტროს. არ აინტერესებს არაფერი, ის ფუნდამენტური საბანკო მოცემულობა, თუ პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც დიდი ხანია ევროკავშირში არსებობს. ყველაფრის განადგურების ფონზე მაინც, რა თქმა უნდა, ცდილობს, ბატონ ბიძინაზე მოახდინოს ზეწოლა და ისეთი გადაწყვეტილებები მიაღებინოს, რაც არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში. დიდი ხანია, რაც ის არაფორმალური სანქცირების პირობებში იმყოფება. ამიტომ რა გითხრათ?! წერონ და იკითხონ დიდ ბრიტანეთში. კარგი იქნება, თუკი ცოტა ღრმა ანალიზით იქნება ეს ქვეყანა დაკავებული და ცალკეული პირები ასე ფეხქვეშ არ გაეგებიან „დიფ სთეითის” სურვილებს და არ გახდებიან მათი ნება-სურვილის აღმსრულებლები სრულიად უკანონო, უსამართლო საერთაშორისო სამართლისგან დაცლილ მოცემულობებში, სადაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ ვის მხარესაა სიმართლე,”- განაცხადა მათიკაშვილმა.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრი, ფილ ბრიკელი 8 იანვრის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოწოდებით გამოვიდა. მისი თქმით, ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერაც არ დაწესებია სანქციები, შესაძლოა არასწორ სიგნალს უგზავნიდეს სხვა კლეპტოკრატიებს მთელ მსოფლიოში.
