ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები “სრული კონტროლის ქვეშაა“ – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არაბული “ალ ჯაზირა“ ავრცელებს.
მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე არეულობა “ტერორისტული ომია“ და სამთავრობო შენობებს, პოლიციის განყოფილებებსა და ბიზნეს კომპანიებს “ტერორისტული ელემენტები“ დაესხნენ თავს.
“სწორედ ამიტომ გახდა დემონსტრაციები ძალადობრივი და სისხლიანი, რათა ამერიკის პრეზიდენტს ჩარევის საბაბი მიეცეს“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 10 600 აქტივისტია დაკავებული. მედიის ცნობით, უკვე 84 საათზე მეტია, რაც ირანის მოსახლეობის უმეტესობას ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.
