Tuesday, December 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ევროკავშირის უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებული მექანიზმი ძალაში დღეიდან შედის

December 30, 2025
ევროკავშირის უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებული მექანიზმი ძალაში დღეიდან შედის

ევროკავშირის ახალი მექანიზმი მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ძალაში დღეიდან შედის.

ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის ივნისში, ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი, ევროკომისიის წინადადების საფუძველზე, ვიზების შეჩერების უფრო ძლიერ და მოქნილ მექანიზმზე შეთანხმდნენ.

„ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირს უკეთ გაუმკლავდეს უვიზო სქემებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, უვიზო რეჟიმების შეჩერების ახალი საფუძვლებით, შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად უფრო დაბალი ზღვარით, ასევე უფრო სწრაფი და მოქნილი პროცედურით. შეჩერების გადახედილი მექანიზმი ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შევა“ – აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკომისიამ 19 დეკემბერს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მე-8 ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომისიამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევების, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დარღვევის შესახებ და არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ამ საკითხების მოსაგვარებლად და კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.

„ამის მიუხედავად, საქართველომ დაარღვია ვიზა ლიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული მრავალი ვალდებულება და ვერ შეასრულა ვიზების შეჩერების მეშვიდე მექანიზმის ანგარიშის რეკომენდაციები. ამ უკუსვლის სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით, კომისია განიხილავს შესაბამის ზომებს ვიზების შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევა 2025 წლის 30 დეკემბერს. ახალი წესების მიხედვით, პირველ ეტაპზე ვიზის შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებელნი არიან რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე. ამჟამად მოქმედი წესებისგან განსხვავებით, ახალი წესები უზრუნველყოფს ვიზების ერთგვაროვნად შეჩერებას ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოში; დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის გამონაკლისი ორმხრივ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით აღარ იქნება შესაძლებელი, როგორც კი ვიზების მოთხოვნა ევროკავშირის დონეზე ამ ჯგუფებისთვის ხელახლა დაწესდება. მეორე ეტაპზე, თუ პრობლემები არ მოგვარდება საქართველოს ხელისუფლების მიერ, ვიზის შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს. საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა სრულად დაკარგოს უვიზო მიმოსვლის სტატუსი და გადავიდეს ევროკავშირის მიერ შედგენილ იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ვიზა სჭირდებათ“- აღნიშნულია ანგარიშში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს მთავრობა ყველაფერს უნდა აკეთებდეს თამარ მეარაყიშვილის გასათავისუფლებლად, მათ შორის იყენებდეს საერთაშორისო მექანიზმებს, თუმცა მათი უმოქმედობა მეტად თვალშისაცემია, ვიდრე მუშაობა – ქალი პოლიტიკოსები
  • რაში გაცვალეს თსუ-ს მეშვიდე კორპუსი?
  • “ოთარ ფარცხალაძე ამჟამად იმყოფება რუსეთში” – ლევან ვეფხვაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge