“ჩემი ოჯახი არის ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ რეპრესიები ვერ ამარცხებს თავისუფლების სურვილს” -ამის შესახებ ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოიალურ ქსელში წერს.
მე ვარ ადამიანი, რომლის ოჯახიც უკვე 13 წელია სისტემური რეპრესიების ქვეშ იმყოფება.
ცამეტი წელი ზეწოლის, შანტაჟის, დაშინების, უსამართლობის.
ცამეტი წელი ცდილობენ გაგვტეხონ, მაგრამ ვერ მოახერხეს.
მათ ეგონათ, რომ შიში გაგვაჩუმებდა.
მათ ეგონათ, რომ ტკივილი დაგვახევინებდა უკან, მაგრამ შეცდნენ!
არც დღეს ვნებდებით და არც ხვალ დავიხევთ უკან.
მე არ მეშინია, რადგან როდესაც ადამიანი სიმართლეს ამბობს, მას ძალა აქვს.
როდესაც ოჯახი ერთიანია, მას ვერ გატეხენ.
როდესაც ბრძოლა სამართლიანია, იგი აუცილებლად გაგრძელდება.
ჩემი ოჯახი არის ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ რეპრესიები ვერ ამარცხებს თავისუფლების სურვილს.
რაც უფრო გვაწვებიან, მით უფრო მტკიცედ ვდგავართ.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას — მშვიდად, მტკიცედ და ღირსეულად და ეს ბრძოლა გაგრძელდება იქამდე,
სანამ უსამართლობა არ დასრულდება.
პ.ს. გამომძიებლის შენიშვნა ჩემი ბრალდებულად დაკითხვის ოქმზე ” არ თანამშრომლობს რუსებთან”- წერს ანი ნადარეიშვილი.
