Wednesday, December 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“თუ ამ ადამიანებს კორუფცია დაუდასტურდებათ, სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება” – ნინო წილოსანი ლილუაშვილის საქმეზე

December 24, 2025
“თუ ამ ადამიანებს კორუფცია დაუდასტურდებათ, სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება” – ნინო წილოსანი ლილუაშვილის საქმეზე

“თუ ამ ადამიანებს კორუფცია და ის მასშტაბი დაუდასტურდებათ, ალბათ სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება, რომ მათი ამ მოქმედებების გამო თითოეული ჩვენგანი დარტყმის, ნეგატიური აღქმების და განწყობების ობიექტი იყო – ვზიანდებოდით ყველა, რადგან ვიღაც ადამიანებმა თავი ვერ შეიკავეს და თავისი უფლებამოსილება არასწორად გამოიყენეს”, – ამის შესახებ ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, როცა ქვეყანაში კანონის უზენაესობა არსებობს, არანაირი თანამდებობა და გუნდის წევრობა არ შეიძლება იყოს გარანტია იმისა, რომ მათ წინააღმდეგ ეს პროცესები არ დაიწყება.

„ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო და მძიმეა ყოფილ თანაგუნდელებზე საუბარი. მათ შორის, არანაკლებ მძიმეა იმ სამართალდამცავი სტრუქტურების და მისი ხელმძღვანელებისთვის, ვინც უშუალოდ აწარმოებენ ამ საქმეებს. მაგრამ ფაქტი ერთია – თუ ამ ადამიანებს კორუფცია და ის მასშტაბი დაუდასტურდებათ, ალბათ სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება, რომ მათი ამ მოქმედებების გამო თითოეული ჩვენგანი დარტყმის, ნეგატიური აღქმების და განწყობების ობიექტი იყო. რა თქმა უნდა, ვზიანდებოდით ყველა, რადგან ვიღაც ადამიანებმა თავი ვერ შეიკავეს და თავისი უფლებამოსილება არასწორად გამოიყენეს. ვფიქრობ, როცა ქვეყანაში კანონის უზენაესობა არსებობს, არანაირი თანამდებობა და გუნდის წევრობა არ შეიძლება იყოს გარანტია იმისა, რომ მათ წინააღმდეგ ეს პროცესები არ დაიწყება. რა გვასწავლა ამ ყველაფერმა? – ეს ყველაზე მძიმე პერიოდში ხდებოდა, როცა ქვეყანა იყო როგორც ომის საფრთხეების წინაშე, ასევე რევოლუციური სცენარების წინაშე და მთელი პოლიტიკური ძალისხმევა, ისევე, როგორც უწყებების მობილიზება სრულად იყო გადართული ამ რისკების აღმოფხვრისთვის. ყველაზე ცუდი მომენტი დაიჭირეს იმისთვის (თუ დადასტურდა), რომ ეს ყველაფერი ეკეთებინათ. რა თქმა უნდა, ამ პირობებში ორივე ფლანგზე ბრძოლა წარმოუდგენელი იყო. მათ შორის, გუნდის შიგნითაც აღმოგვეჩინა ეს ყველაფერი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ნორმალური საპარლამენტო და დემოკრატიული სისტემა გულისხმობს, რომ იყოს სწორი და ობიექტური ოპონირება – ჩვენ ამასაც მოკლებული ვიყავით და გვიწევდა, რომ საკუთარი თავის ოპონირება გაგვეწია და ჩვენივე წიაღში აღმოგვეჩინა ის ხარვეზები, რომელიც რიგი მაღალი თანამდებობის პირების შემთხვევაში იყო”, – განაცხადა წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ  პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი გუშინ დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ზურა მოკვდება. კი, ასე პირდაპირ, ზურა მოკვდება” – ნეკა ნათელაშვილი ზურა მენთეშაშვილზე
  • “არაა გამორიცხული, 2025 წელი ევროპისთვის მშვიდობის ბოლო წელი იყოს” – ვიქტორ ორბანი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge