Monday, January 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ტყვენი ვართ ჩვენი შიშების, კომპლექსების, უვიცობის, გაუნათლებლობის, გვეშინია ვაღიაროთ ჩვენი არასრულფასოვნება…“ – ნინო კასრაძე

February 7, 2022
“ტყვენი ვართ ჩვენი შიშების, კომპლექსების, უვიცობის, გაუნათლებლობის, გვეშინია ვაღიაროთ ჩვენი არასრულფასოვნება…“ – ნინო კასრაძე

5 თებერვალს თბილისში “თავისუფალი ლიტერას” დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ეს არის ალტერნატიული ლიტერატურული კონკურსი, რომელიც მას შემდეგ დაიგეგმა, რაც კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერ 2015 წელს დაფუძნებული “ლიტერას” კონკურსი ათეულობით მწერლის პროტესტის ფონზე ჩაიშალა.

აღნიშნულ ცერემონიაზე განსაკუთრებით საყურადღებო იყო მსახიობ ნინო კასრაძის სიტყვა, რომელმაც მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება:

“მე ვარ ის, ვისზეც ამდენი ლაპარაკი იყო აქ; ვის გამოც, როგორც თქვენ ამბობთ, შეიკრიბეთ: მე ვარ მკითხველი. როგორც რიგით მკითხველს, მეც მაქვს ჩემი განცდები.  უბრალოდ, მინდოდა, შემეხსენებინა, რომ ორი წლის განმავლობაში, ჩვენ სპექტაკლებს ვერ ვთამაშობდით და 10 დღის წინ აღდგა ჩემი ერთ-ერთი სპექტაკლი, ჟან ჟენეს “მოახლეები”. 

ტექსტის გამეორებისას, ერთი ფრაზა მომხვდა ყურში, რომლისთვისაც აქამდე არ მიმიქცევია ყურადღება. გაგიკვირდებათ, მაგრამ ასე მოხდა. ჩემი პერსონაჟი – სოლანჟი დას ეუბნება: 

“ვიცი, გძულვარ, გეზიზღები. ვიცი, მეც მძულხარ და მეზიზღები. ჩვენ ერთმანეთის სიყვარული არ შეგვიძლია. ეს გასაგებიცაა. მონობაში, შეუძლებელია, ვინმე გიყვარდეს”.

ეს ნათქვამი ეკალივით შემესო გულში. დღეს ობივატელი ხშირად სვამს კითხვას: რა დაგვემართა, რატომ აღარ გვიყვარს ერთმანეთი, ამდენი სიძულვილი… მგონი, ეს არის პასუხი. ჟენემ, ალბათ, ეს თქვა. ეს არის ის მდგომარეობა, რასაც ადამიანი განიცდის შიგნით. ჩვენ, ყველა, ობივატელს და მკითხველს ვგულისხმობ, ტყვე ვართ. ტყვენი ვართ ჩვენი შიშების, კომპლექსების, უვიცობის, ხშირად –  გაუნათლებლობის… გვეშინია, ვაღიაროთ ჩვენი არასრულფასოვნების კომპლექსი; გვეშინია, ვაღიაროთ, რომ რაღაც არ ვიცით. მის გამო არც სიყვარული შეგვიძლია, არც თანაგრძნობა, გრძნობებისგან დაცლილები ვართ. და, ამ დროს ისეთი მოვლენა, როგორიც არის (თავისუფალი) ლიტერა, სოლიდარობის მაგალითი – როდესაც ჩვენმა ავტორებმა, სულ სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანებმა ერთი იდეის გარშემო გამოამჟღავნეს სოლიდარობა და ეს (იდეა) სიყვარულია, უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ჩემთვის, როგორც რიგითი მკითხველისთვის, ეს სოლიდარობის მაგალითი. როცა ძალიან მიჭირდა, როცა ძალიან მიხაროდა, როცა ძალიან მეშინოდა, ქართულ მწერლობაშიც ვეძებდი პასუხებს. თქვენ ყველანი მწერლები, ვინც აქ არიან და არ არიან, მხარში მედგნენ და ცდილობდნენ, პასუხი გაეცათ, სწორ გზაზე დავეყენებინე, ქართულ თარგმანებს მაზიარეს, ყველას ვგულისხმობ: მწერლებს, გამომცემლებს, პოეტებს, კრიტიკოსებს, ლიტერატორებს… ყველას. მე ამით ვცხოვრობ და ასე მოვედი აქამდეც, ამიტომ ვარ თქვენი სოლიდარული. სხვა გზა არ მქონდა – თქვენ გამოგყევით.  

მინდა, ზვიად რატიანის ლექსიდან წავიკითხო ამონარიდი და მივუძღვნა ყველა იმ ადამიანსა და მოვლენას, ვის მიმართაც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ვერ გამოვხატეთ, ვერ გამოვუცხადეთ სოლიდარობა:

– და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ,
ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს,
მთელ უკვდავებას მრავლისმეტყველ დუმილში გავლევთ
და არსად, გარდა სიზმრებისა, კვალს არ დავტოვებთ.
ხოლო სიზმრებში – იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთ
იმ წლებს, იმ გვამებს, იმ სამშობლოს, სადაც უწყვეტად
ახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე,
სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან
და აღვიძებენ. იმ სიზმრებში ისევ განგაშის
მჭახე და სისხლის გამყინავი რეკენ ზარები
და ისევ, პალტოს საყელოში, როგორც სანგარში,
თავჩარგულები, ბნელ ქუჩებში მივიპარებით
და ვცდილობთ, დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს,
ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავ-თეთრ ბიჭუნებს;
უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის
გაუმააარ…
ჩვენ კი ჩუმად ვართ. ისევ ყვირის. ისევ სიჩუმე.”

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 26 წლის ერფან სოლტანი ირანში დაკავებული დემონსტრანტებიდან ერთ-ერთი პირველია, რომელსაც სიკვდილით დასჯიან – მედია
  • “პირდაპირ სახელმწიფოზე შეტევა მიდის, რადგან გარკვეულ ძალებს არ სიამოვნებთ ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება”- კახა კალაძე
  • ირაკლი დგებუაძე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტზე დანიშნეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge