18 დეკემბერს “მიქს მეტრონომზე“ დაიდო “ფედერალისტების” ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტი, რომელსაც აღწერა ჰქონდა არასწორად. გვერდზე გატანისას აღწერაში მითითებული იყო ინფორმაცია ენმ-ის წევრის დავით დიღმელაშვილის არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევას არაფერი აქვს საერთო თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტთან. შეცდომის აღმოჩენისთანავე ნიუსი ჩვენი გვერდებიდან წაიშალა.
ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, ყველა ინფორმაცია გადავამოწმოთ და არ დავარღვიოთ ობიექტურობის პრინციპი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი რამ მოხდება, შესაბამისი რეაგირებაც გვექნება, რადგან საინფორმაციო პორტალი „მეტრონომი“ საკმაოდ პასუხისმგებლიანი სააგენტოა, მსგავს ხარვეზებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და ეს არც მომავალში შეიცვლება.
