სინოპტიკოსები 14 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცლებენ:
ქუთაისში იწვიმებს, დღისით +11 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +9, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +9 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვს, დღისით -2 გრადუსი იქნება, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლს ელოდებიან, ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც თოვაა მოსალოდნელი, დღისით +6 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც თოვლია, დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც ნალექია თოვლის სახით, +6 იქნება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში იწვიმებს, დღისით +5 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია ნავარაუდევი, დღის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვს, დღისით +1, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში წვიმიანი დღეა, დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც იწვიმებს. დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღე იქნება თბილისშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
