არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მღვდელმსახურებს მოუწოდებს რომ ემსახურონ ხალხს და არა მთავრობას.
“მთავრობა, რომელიც საკუთარ ხალხს წამლავს არა აქვს უფლება დარჩეს მთავრობად. ხალხს, რომლებსაც ასე წამლავენ და უწამლავენ შვილებს არა აქვს დუმილის და სახლში ჯდომის უფლება. ორივე დანაშაულია. მღვდელმსახური რომელიც დუმს ასეთ ბოროტებაზე, ბოროტების თანამონაწილეა. ასეთ მღვდელმსახურს შეუძლებელია ღვთისმსახური უწოდო,რადგან ღვთისმსახურება ხალხის მსახურებაა და არა მოძალადე, ხალხის მომწამვლელი მთავრობის მსახურება. ერო არ გაქ დუმილის და სახლში გაჩერების უფლება! ვინც არ გამოვა და არ გააპროტესტებს და არ მოითხოვს ამ მოწამლული, მომწამვლელ მთავრობის გადადგომას ყველა თანაზიარი იქნებით იმ დანაშაულების რასაც ეს მკვლელი მთავრობა ჩადის ჩვენი ქვეყნის მიმართ.გამოფხიზლდით, გამოდით და დაიბრუნეთ მიტაცებული ქვეყანა” – წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.
