Friday, November 28, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ხალხი ერთი წლის მერე ამ რაოდენობით გამოდის, იმის მიუხედავად თუ რა ისტერიული რეპრესიები ჩატარდა”- ზურაბიშვილი

November 28, 2025
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, პროკურატურამ ბრალი წაუყენოს

მთავარია, ხალხი დგას და ამას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველაზე დიდი გამარჯვება არის ის, რომ „ისტერიული რეპრესიების“ მიუხედავად, ხალხი მაინც აქციაზე დგას.

„განვლილმა ერთმა წელმა მოგვცა მთავარი, რომ ჩვენ ჩვენი თავის გვჯერა, ვიცით, რომ ყველაფერი შეგვიძლია. ეს ხალხი ერთი წლის მერე ამ რაოდენობით გამოდის, იმის მიუხედავად თუ რა ისტერიული რეპრესიები ჩატარდა, მაინც დგას, მაინც გამოდის, მაინც არის ლაღი და იმედიანად მომავლისკენ მიმართული. ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის განცხადებით, არ არსებობს გეგმა, რადგან არავის გამოუგონებია როგორ უნდა დაამარცხო დიქტატურა და რუსეთი ერთდროულად.

„გეგმებზე მე არასოდეს არ ვლაპარაკობ. არ არსებობს, არავის გამოუგონია გეგმა, როგორ უნდა დაამარცხო დიქტატურა და რუსეთი ერთდროულად. ეს დამარცხებაც მოვა, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ არავინ არ იცის, როგორ, არავინ არ იცის როდის, მაგრამ ყველა ვგრძნობთ, რომ დამოკიდებულია სწორედ ამ განწყობაზე, ამ შემართებაზე და ამ უზარმაზარ ძალაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღევანდელ აქციას, რომელიც საბოლოოდ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებს შეუერთდებიან პროფესორ-მასწავლებლები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

დღევანდელი საპროტესტო აქცია-მსვლელობა უკავშირდება 1 წლის წინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს 1 წელი გავიდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღეა გრძელდება.

მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები და წევრები. ასევე, აქტივისტები და მოქალაქეები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნორვეგია კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას – უკანონოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ”- ნორვეგიის საგარეო უწყება
  • “ერთი წლის თავზე საზოგადოება ჩამოყალიბდა, როგორც მებრძოლი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც შეუძლია იდეის დასაცავად იბრძოლოს”- ლევან ცუცქირიძე
  • რუსთაველის გამზირი გადაკეტილია – რა ხდება ადგილზე – “მეტრონომის” ფოტოკოლაჟი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge