რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობა და სტრატეგიული თანამშრომლობა აღმავალი ტენდენციით ვითარდება – აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
“გულითადად მოგესალმებით რუსეთ-ჩინეთის მეშვიდე ენერგეტიკული ბიზნესფორუმის გახსნაზე. რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობა და სტრატეგიული თანამშრომლობა ზრდას განაგრძობს. ენერგეტიკა, უდავოდ, ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა“ – განაცხადა პუტინმა რუსეთ-ჩინეთის მეშვიდე ენერგეტიკული ბიზნეს ფორუმის გახსნაზე.
