25 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ სინოპტიკოსები ინფორმაციას ავრცელებენ:
ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +20 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი.
ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ასეთივე ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +20, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღეა სოხუმში. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.
ნალექს არც ბორჯომში ელოდებიან. +16 იქნება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +16 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით +14, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
