შინაგანს საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აქციის 4 მონაწილე დააკავეს. პოლიციამ ისინი თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მსვლელობის დროს აიყვანა.
დაკავებულებს შორის ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი ლუკა ხიზაძეა. ასევე აიყვანეს ლადო გამყრელიძე.
ცნობისთვის, დღეს, უწყვეტი პროტესტის 362-ე დღეს მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ და ტრადიციულად მსვლელობა დაიწყეს.
