მართლა შესაძლებელია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში დიდი პროგრესი იყოს? ვიდრე არ ნახავთ, ნუ დაიჯერებთ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
“ნამდვილად არის შესაძლებელი, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში დიდი პროგრესი იქნას მიწეული??? ნუ დაიჯერებთ ამას, ვიდრე არ იხილავთ, თუმცა, შესაძლოა, რაღაც კარგი ხდება. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!“ – წერს დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.
