Sunday, November 23, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“28 ნოემბერსაც და ყოველთვის, სანამ არ მოვიგებთ, ქუჩაში უნდა გამოვიდეთ საკუთარი თავის გამო” – ზურა ჯაფარიძე

November 23, 2025
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი განაცხადა

28 ნოემბერსაც და ყოველთვის, სანამ არ მოვიგებთ, ქუჩაში უნდა გამოვიდეთ საკუთარი თავის გამო – აღნიშნულის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

“შიში. დასჯის შიში. ჯარიმის შიში. შეურაცხყოფის შიში. საჯაროდ დამცირების შიში. ცემის შიში. ვინც გცემა, იმის დაუსჯელობის შიში. შემოსავლების დაკარგვის შიში. ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე შიში. გაუგებრობის შიში. უპერსპექტივობის შიში. მომავლის შიში. ციხის შიში. ყველაფრის დაკარგვის შიში. ათასნაირი შიში არსებობს ადამიანში.

იმის გამო, რომ ამ რუსულ რეჟიმს არ აქვს მხარდაჭერა, ის შიშით ცდილობს ჩვენი ქცევის შეცვლას. რეჟიმი, რომელიც ვერ ერგება ხალხს, შიშით ცდილობს ხალხი მოირგოს.

შიშის გამო უარი უნდა ვთქვათ ფიქრზე, თავისუფალ აზროვნებაზე და ვაღიაროთ ყველა თუ არა, ტყუილების უმეტესობა მაინც, რომელსაც რეჟიმი გვტენის პროპაგანდით. შეიძლება არ დაიჯერო, რომ „დიფ სტეიტი“ მართავს სამყაროს, მაგრამ ის აუცილებლად უნდა დაიჯერო, რომ ამის სჯერა ამ ქვეყნის უმრავლესობას, რომ ამ ქვეყანაში უმრავლესობა ნანა კაკაბაძეა.

შიშის გამო უარი უნდა ვთქვათ სინდისზე, კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარზე. უნდა დავიჯეროთ, რომ ახალგაზრდების წამება, „ტიტუშკების“ დაუსჯელობა, პოლიციის უმოქმედობა და ცრუ ჩვენებები, გოგოების ცემა, პირბადისთვის დაკავება, ლაპარაკისთვის დაჭერა, ფეხმძიმე ქალთან გამთენიისას სპეცრაზმით შევარდნა, ათასობით ადამიანთან რეკვა და გინება, სახლებთან ჩასაფრება და ჯგუფურად ხალხის ცემა, ეს ყველაფერი მოსულა თუ არსებობს რაღაც დიადი, თუნდაც ეფემერული მიზანი – მშვიდობის შენარჩუნება.

შიშის გამო უარი უნდა ვთქვათ ლაპარაკზე, მეტყველების ფუნქციაზე. თუ ისე არ შეგეშინდა, რომ პროპაგანდის დაჯერება დაგეწყო, თუ ისე არ შეგეშინდა, რომ „თეთრი“ და „შავი“ ვეღარ გაგერჩია, ისე მაინც უნდა შეგეშინდეს, რომ დადუმდე. დადუმდე და გაეცალო.

პირუტყვი – მაგარი სიტყვა გვაქვს ქართულში.

პირველი ორი შეიძლება დამალო ადამიანმა, რას ფიქრობ ვინ გაიგებს, ისევე როგორც იმას, არჩევ თუ არა სინათლეს სიბნელისგან. რასაც ვერ მალავ მესამეა, დუმილი. იქეცი თუ არა შიშის გამო პირუტყვად, ეგ ყვირის, არ იმალება.

რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში „ქოცებს“ ეხებათ.

ევროინტეგრაციაზე მუშაობდი მთელი ცხოვრება და ახლა რას აკეთებ? დუმილი.

სამშობლოს სიყვარულზე ქადაგებდი სულ და ახლა სახლში მოპარული მილიონები გიპოვეს? დუმილი.

ფილტვში ტყვია დაიხალე? დუმილი. ადრე ბიძინას რჩეული მონა იყავი, ახლა გიჭერენ? დუმილი. მოლდოვა რატომ არ ჩაითრია „დიფ სტეიტმა“ ომში? დუმილი. ბულგარეთში რატომ არის მამა მამა და დედა დედა? დუმილი. კრემლი რატომ გაქებთ 13 წელია? დუმილი. რატომ აქვს მესიჯბოქსებით ლაპარაკზე ლიცენზია სულ რამდენიმე „ქოცს“ დუმილი.

„მიმართეთ პრესცენტრს“ ანუ, უკაცრავად, მე ნებაყოფლობით განვაცხადე თანხმობა, უარი ვთქვა მეტყველების უნარის გამოყენებაზე, ანუ ადამიანობაზე, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, რადგან სხვა გზა არ მქონდა (ოჯახი მყავს, სესხი მაქვს…)

კი, საბოლოო ჯამში, აზროვნებაზე უარის თქმა, სინდისზე უარის თქმა და მეტყველებაზე უარის თქმა – ადამიანობაზე უარის თქმაა. ამის იქით რჩება მხოლოდ ინსტინქტები, რომლებიც ცხოველებსაც აქვთ. შიშის მიზანიც ეს არის – უარი ვთქვათ ადამიანობაზე.

ჩვენს თვალწინ დადუმდნენ ჩვენი ნაცნობები, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები. ნაწილმა გამართლებები მოძებნა (ოპოზიცია არ ვარგა, ასჯერ გამოვედი და რა შეიცვალა, ალტერნატივა არ ჩანს, უკრაინას უნდა დაველოდოთ, რაღა მე შევწირო ჩემი ცხოვრება, ხალხი არ ვარგა…) ნაწილი მოვალეობის მოხდის მიზნით სვამს ლაიქებს და წერს ზოგად კომენტარებს. ნაწილმა პოლიტიკოსის ან ექსპერტის როლში მყოფმა ისწავლა ისე საუბარი, რომ სახლთან არ დახვდნენ ან ციხეში არ მოხვდეს. მაგრამ არსებითად ეს ყველაფერი მაინც დუმილია.

ჩვენს თვალწინ ხდება ეს ტრანსფორმაცია ადამიანიდან პირუტყვში და როგორც აღმოჩნდა, რაც უფრო მეტ ადამიანთან გაქვს შეხება საქმიანობის თუ ცხოვრების სტილის გამო, მით უფრო მეტს ხედავ. დადუმებული არსებები, რომლებშიც ოდესღაც ადამიანებს ხედავდი. მძიმეა.

„28 ნოემბერს იმიტომ უნდა გამოვიდეთ, რომ დავანახოთ ევროპელებს…“

„იმიტომ უნდა გამოვიდეთ, რომ ქვეყანაა გადასარჩენი“

„იმიტომ უნდა გამოვიდეთ, რომ მხარი დავუჭიროთ პოლიტიკურ და სინდისის პატიმრებს…“

ეს ყველაფერი სწორია და კარგი მოსასმენია, თუმცა 28-შიც და ყოველთვის, სანამ არ მოვიგებთ, ქუჩაში უნდა გამოვიდეთ საკუთარი თავის გამო.

საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცოთ ყოველ ჯერზე, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად შიშისა, დავრჩით ადამიანებად და უარს არ ვამბობთ ხმის ამოღებაზე. რომ არ ვიქეცით პირუტყვებად.

კრემლს ეშინია ადამიანების“,-წერს ჯაფარიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “28 ნოემბერსაც და ყოველთვის, სანამ არ მოვიგებთ, ქუჩაში უნდა გამოვიდეთ საკუთარი თავის გამო” – ზურა ჯაფარიძე
  • ახალციხის მუნიციპალიტეტში ხანძარია – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge