უკრაინელებმა კიდევ ერთი ოსი სამხედრო მოკლეს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საინფორმაციო თავდაცვის მედიაპორტალი “ალფა სიხშირე” წერს.
როგორც ცნობილია, ანწუხელიძის წამებაში მონაწილე ათი პირიდან, ჯამში შვიდია ლიკვიდირებული. სამი ქართული სპეცსამსახურების ოპერაციების შედეგად, ხოლო 4 რუსეთ-უკრაინის ომის დროს.
