Thursday, November 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“შეუძლებელია, რომ ეს საიდუმლო იყოს” – რას წერს რომან გოცირიძე?

November 20, 2025
„მეწყერი დღითიდღე ძლიერდება, 30-მა ოჯახმა სახლები დატოვა…“ – რა ვითარებაა ხარაგაულში?

დარჩენილი წილის 33 პროცენტის სანაცვლოდ რა რაოდენობის ნაღდ ფულს დებს კაპიტალში არაბული მხარე? შეუძლებელია, რომ ეს საიდუმლო იყოს – ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“რატომ არ იძლევიან პასუხს უმარტივეს კითხვაზე, რითი მონაწილეობს არაბული მხარე ამ პროექტში?
ქართული მხარე ერთობლივ კომპანიაში დებს 850 ჰექტარ მიწას, სამშენებლო ნებართვებს და სხვა სახის სახელმწიფო მომსახურებას. ამის სანაცვლოდ იღებს კომპანიის წილის 33 პროცენტს. რამდენად არის შეფასებული კომპანიის კაპიტალში ქართული შენატანის ღირებულება? ეს თუ არ ვიცით, რომელ მოგებაზე და დივიდენდებზეა საუბარი?
მართალია თუ არა, რომ წილის 33 პროცენტს არაბულ მხარეს ვუთმობთ არქიტექტორული პროექტების სანაცვლოდ? მომხდარა ასეთი რამე სხვაგან? განა ამდენი ღირს ერთმანეთის ასლი სტანდარტიზებული კოტეჯების ან თუნდაც არასტანდარტიზებული ბინების პროექტები? იგივე ბელგრადში სერბულმა მხარემ ჩადო მიწა, არაბულმა მხარემ ფული( ძალიან ცოტა, სვათაშორის), არქიტექტორულ პროექტებს კი ერთობლივი კომპანია ყიდულობს. ვინ იძლევა ამოდენა წილს არქიტექტურულ ნახაზებში?
დარჩენილი წილის 33 პროცენტის სანაცვლოდ რა რაოდენობის ნაღდ ფულს დებს კაპიტალში არაბული მხარე? შეუძლებელია, რომ ეს საიდუმლო იყოს.
ხომ არ მივიღებთ ისეთ სურათს, რომ არაბული ფულადი მონაწილეობა იქნება მინიმალური, პროექტი განხორციელდება მიწების დაგირავნებით, საბანკო კრედიტებით და ამონაგები დუვიდენდების სახით ქართული წილიდან მიწის რეალურ ღირებულებასაც კი ვერ დაფარავს? ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რა ფასადაა შეფასებული მიწა, რომელიც ქვეყანამ გაიღო.
თუ ამ საწყის, ელემენტარულ კითხვაზე არ იძლევიან პასუხს, როგორ უნდა ენდო მათ ნათქვამს? ყოველდღე აბსურდულ რიცხვებს ვისმენთ ტელეეკრანებიდან.
დამშვიდდით, მეჩეთები არ აშენდებაო, სულ სხვა მიმართულებით გადაჰყავთ საუბარი. ყველანაირად ცდილობენ ისე წარმოაჩინონ საქმე, რომ პროექტის რეალური რისკები მიჩქმალონ. ამას ის ხალხი ამბობს, თურქულ-არაბულ რესტორნებს რომ უვარდებოდნენ და მრავალათასიან ანტიმუსულმანურ მარშებს რომ აწყობდნენ თბილისში და ბათუმში, რუსული დაკვეთითა და რუსული ფულით. სადაა ეს მარშები დღეს? არ აწყობს რუსეთს. რომ არა თურქეთი და არაბული სამყარო ( და საქართველოც, სხვათს შორის) შიმშილით მოკვდებოდნენ, რადგან სანქციების გვერდის ავლისა და ე. წ. პარალელური იმპორტის მთავარი შემოქმედები სწორედაც რომ ეს ქვეყნები არიან. უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ ერთი “მარში” ვინმეს უნახავს? რაინდი ვასაძეც კი გაყურსულია და მოსკოვიდან არც კი ჩამოდის, სადმე ვერის პარკში ქართველობის დაკარგვაზე რომ შემოსძახოს ერს.
“ოცნებას” უნდა პროექტზე მსჯელობა ეკონომიკური, ფინანსური, ეკოლოგიური, დემოგრაფიული, ქალაქგანვითარებითი და სხვა საკითხებიდან არაბების დასახლება-არდასახლების ჭრილში გადაიყვანოს და პროექტის კრიტიკოსები ქსენოფობებად წარმოაჩინოს.
გვითხრან მარტივად და ნათლად: რას დებს არაბული მხარე ამ პროექტში, რომ გვქონდეს წარმოდგენა მის ფინანსურ შედეგებზე და შეგვეძლოს მის ეკონომიკურ ეფექტიანობაზე საუბარი. რას ვკარგავთ და რა რისკებს გადავეყრებით, ამისი პროგნოზირება მარტივია. რას ვიძენთ სინამდვილეში, არავინ იცის, თუ არ ჩავთვლით იმ ნახატებს და იმ მრავალჯერ გაბერილ და დაუსაბუთებელ რიცხვებს, რომლებსაც ტელევიზორებიდან გვაბოლებენ”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დაღუპეთ ეკლესია, ეკლესია ოცნების დანამატი გახადეთ, ხალხი მიატოვეთ” – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი დეკანოზ ალექსანდრე გალდავას
  • “300 ადამიანი დარჩა და აქციებზე წინ და უკან დაეხეტებიან, ხალხის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ” – კახა კალაძე
  • სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge