Thursday, May 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ხელისუფლებას რომ სცოდნოდა საქართველოს მიწაზე დავდიოდი, მათი გადაწყვეტილება იქნებოდა – ჩემი მკვლელობა – სააკაშვილი

January 13, 2022
ხელისუფლებას რომ სცოდნოდა საქართველოს მიწაზე დავდიოდი, მათი გადაწყვეტილება იქნებოდა – ჩემი მკვლელობა – სააკაშვილი

ნებისმიერ წუთში ხელისუფლებას რომ სცოდნოდა, საქართველოს მიწაზე დავდიოდი რა თქმა უნდა, პირველი მათი გადაწყვეტილება იქნებოდა – ჩემი მკვლელობა. მე ძალიან კარგად ვიცი, ვისთან მაქვს საქმე. შემდეგ ამას დააბრლებდნენ ვიღაც კრიმინალებს, – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“რა არის სამშობლოს მიზიდულობა და სამშობლოს სიყვარული?! – ეს არის ის, რაც მე ვიგრძენი, როდესაც პირველად ფეხი ჯერ სამეგრელოს მიწაზე დავდე, შემდეგ ბათუმში და სხვა ადგილებში… აი, იმ ერთი წამისთვის რომ თავისუფლად გამევლო ჩემი საყვარელი ქვეყნის მიწაზე, ღირს რომ ადამინი სიკვდილზე წავიდეს. ნებისმიერ წუთში საქართველოს ხელისუფლებას რომ სცოდნოდა, რომ მე დავდიოდი საქართველოს მიწაზე, პირველი მათი გადაწყვეტილება იქნებოდა – ჩემი მკვლელობა. მე ძალიან კარგად ვიცი, ვისთან მაქვს საქმე. შემდეგ ამას დააბრალებდნენ ვიღაც კრიმინალებს, ვიღაც გაურკვეველ ადამიანებს. მე ძალიან კარგად ვიცი, როცა ყოველ ღამე გესიზმრება შენი სამშობლო, რას ნიშნავს, როცა გესიზმრება (აგერ დედაჩემი ზის) ჩემი ეზო პეკინის ქუჩაზე, ჩემი სტადიონი, სადაც ფეხბურთს ვთამაშობ, გესიზმრება შენი სკოლა, მეგობრები, გესიზმრება შენი წინაპრები, რომლებიც შეიძლება აღარ არიან, მაგრამ შენს სიზმრებში არიან და ისინი ჩემთვის საქართველოს უკავშირდებიან…  იცი, რომ შენი ქვეყნისთვის თავი გადადე, თითზე გადასახვევი არ წამიღია აქედან, ყველაფერი რისი გაკეთებაც შემეძლო ჩემს ქვეყანას გავუკეთე, და ეს ყველაფერი რაც გავუკეთე, ჩემ თვალწინ ინგრევა, და მე ამ დროს კომფორტში უნდა ვიჯდე უკრაინაში, გამოვიდე აივანზე, მივიღო იქ მინისტრები, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტს ვხვდებოდე, ცნობილ ბიზნესმენს ვეურთიერთებოდე, პრინციპში ნორმალური ცხოვრება მქონდეს და ამავე დროს მივიღოთ სიტუაცია, როდესაც ჩემი ქვეყანა თვალსა და ხელს შუა ინგრევა და იღუპება”, – განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის არსებითი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძელს ძლიერად შეეჯახა და მუცლის ტრავმა მიიღო – 27 წლის ფეხბურთელი ხელოვნურ კომაშია
  • მტკვარში 21 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს – იხილეთ დეტალები
  • 🎥”მეგობრები მიგზავნიან ფოტოებს და ვიდეოებს”- თამუნა მდივანი გარდაცვლილი შვილის კადრებს აზიარებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge