Wednesday, November 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ღარიბაშვილმა გირაოს უზრუნველყოფისთვის მოსაშვილზე მდებარე ბინა ჩადო

November 14, 2025
ღარიბაშვილმა გირაოს უზრუნველყოფისთვის მოსაშვილზე მდებარე ბინა ჩადო

სყოფილმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მისთვის შეფარდებული მილიონლარიანი გირაოს უზრუნველყოფისთვის თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინა ჩადო, რომელშიც ის ცხოვრობს. ამის შესახებ ღარიბაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს.

“ირაკლი ღარიბაშვილის სახლს ყადაღა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით დაედო  მე, როგორც ადვოკატმა, სასამართლოს შუამდგომლობით მივმართე, რომ იმ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის, რაც ბატონ ირაკლის შეეფარდა, უძრავი ქონებით ჩანაცვლებულიყო, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. ყადაღა მხოლოდ ამ ბინას დაედო”. – ღარიბაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა TV პირველთან სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.

“ნამდვილად ჩადო სახლი, რომელშიც ცხოვრობს. ეს სახლი მილიონზე მეტად არის შეფასებული, გადააჭარბა. მხოლოდ ეს ბინა ჩადო, სხვა სახითა და ფორმით რაიმე დაყადაღება არ მომხდარა”. – თქვა ღარიბაშვილის მეორე ადვოკატმა ლილი გელაშვილმა.

შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გირაოს გარდა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ღარიბაშვილს პასპორტი ჩამოართვეს და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა დაუწესეს.

ექსპრემიერს პროკურატურამ ბრალდება 24 სექტემბერს წარუდგინა. უწყების ცნობით, ღარიბაშვილი ბრალდებას ეთანხმება.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
  • საშიშია თუ არა “შეღებილი” კალმახი ჯანმრთელობისთვის – რას ამბობენ ექსპერტები?
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge